ვერცხლი! გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
1750352595
22 ივნისის შემდეგ, უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელების მიზნით, რუსეთის დელეგაცია მზად იქნება სტამბოლში ჩასვლისთვის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ხაზაროვამ განაცხადა.
ზახაროვას განმარტებით, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის კონკრეტული თარიღი უახლოეს დროში განისაზღვრება.
„22 ივნისის შემდეგ ჩვენი დელეგაცია, ვგულისხმობ რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, რომელიც დამტკიცდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მზად იქნება სტამბოლში ჩასვლისთვის მოლაპარაკებების გაგრძელების მიზნით. კონკრეტული ვადები განისაზღვრება ახლო პერიოდში და, რა თქმა უნდა, გაჟღერდება თავად დელეგაციის წარმომადგენლებისა და ხელმძღვანელების მიერ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.