მალაიზიაში მარკო რუბიოს და სერგეი ლავროვის შეხვედრა დაიწყო

მალაიზია

მალაიზიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეები კუალა-ლუმპურში აზიის ქვეყნების ღონისძიების ფარგლებში ჩავიდნენ.

ეს დიპლომატების რიგით მეორე შეხვედრაა. პირველად ისინი ერთმანეთს თებერვალში, საუდის არაბეთში შეხვდნენ.