მაკრონმა საფრანგეთში ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის პროგრამა გამოაცხადა

მაკრონ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ათთვიანი ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის პროგრამა გამოაცხადა. ინიციატივა ეროვნული სამხედრო მზადყოფნის გაზრდასა და ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას ისახავს მიზნად, რაც ასევე, პირდაპირი პასუხია რუსეთიდან მომავალ მზარდ საფრთხეზე.

18-19 წლის მოხალისეებზეა გათვლილი და ის ეტაპობრივად, მომავალი ზაფხულიდან ამოქმედდება. ამასთანავე, საფრანგეთი მომდევნო ორი წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტის თითქმის 8 მილიარდი ევროთი გაზრდასაც გეგმავს.