რა დაწერა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა სოციალურ ქსელში
1792959838
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მარსელში ვიზიტისას სამართალდამცავ ორგანოებს შეხვდა და 17 და 24 ოქტომბრის საპროტესტო აქციების დროს გაწეული სამსახურისთვის მათ მადლობა გადაუხადა.
მაკრონმა აღიარა, რომ 17 ოქტომბრის „საშინელი შაბათის“ დროს ადგილი ჰქონდა „სიტუაციის არასათანადო პროგნოზირებას“ და მობილიზებული ძალები არასაკმარისი აღმოჩნდა.
„თქვენ გაუძელით, თუმცა იმ დღეს საკმარისი ძალები არ გყავდათ. მომდევნო დღეებში ჩვენ შესაბამისი დასკვნები გამოვიტანეთ. მიუხედავად შედეგებისა, ვიცი, რა მოხდებოდა, თქვენ რომ არ ყოფილიყავით. შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი მისიით“, - განაცხადა მაკრონმა.
პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა 24 ოქტომბერს გატარებული „უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები“, რამაც დაიცვა ქალაქის ცენტრი, სავაჭრო ობიექტები და საჯარო შენობები.
„ნორმალური არ არის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე ჩვენი ქვეყანა ასეთ მღელვარებაშია. 17 ოქტომბერი არასდროს განმეორდება. 24 ოქტომბერი არის მოდელი - ჩვენ გავუძელით და ასე გაგრძელდება მომავალშიც“, - აღნიშნა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წესრიგის დაცვა მომდევნო შაბათს, 5 ნოემბერს და მომდევნო კვირებშიც გაგრძელდება. მისი თქმით, თუ ყველა ერთობლივად და ეფექტურად იმუშავებს, საპროტესტო მოძრაობა დაცხრება, რადგან ხელისუფლება ერთი მხრივ უპასუხებს საზოგადოების კანონიერ მოთხოვნებს, ხოლო მეორე მხრივ - მკაცრად დაიცავს საზოგადოებრივ წესრიგს.