მაია სანდუმ საჯაროდ დაუჭირა მხარი თბილისში არეულობას - Haqqin.az

მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საჯაროდ დაუჭირა მხარი თბილისში მიმდინარე არეულობას და დაწერა - „ფიქრებით ქართველ ხალხთან ვარ“, - ამის შესახებ გამოცემა Haqqin.az წერს .

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოლდოვის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ „დემოკრატიის გაჩუმება შეუძლებელია“.

„თუმცა, სანდუს არ დაუკონკრეტებია, როგორ უნდა შეუწყოს ხელი დემოკრატიას თბილისში, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმამ“, - წერს Haqqin.az-ი.