მაჰაჩყალაში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად პორტის ინფრასტრუქტურასა და მუსიკალურ-დრამატულ თეატრში ხანძარი გაჩნდა

მაჰაჩყალაში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად

დაღესტნის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ფიოდორ შჩუკინის განცხადებით, მაჰაჩყალაში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად პორტის ინფრასტრუქტურასა და მუსიკალურ-დრამატულ თეატრში ხანძარი გაჩნდა. შჩუკინის ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.