იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ
1788992579
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან,
ალი ნაგიევთან.
მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე მდგარი თანამედროვე გამოწვევები და მზარდი გლობალური საფრთხეების ფონზე, რეგიონში არსებული ვითარება.
ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა, ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატეს.
გეკა გელაძესა და ალი ნაგიევს შორის შეხვედრა ჩინეთში მიმდინარე გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში შედგა, რომელიც ქალაქ ლიანიუნგანგში იმართება.