ლუვრი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ბილეთების ფასს ზრდის

ლუვრი

ლუვრი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ბილეთების ფასს ზრდის. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით,  ლუვრის მუზეუმის შესასვლელი ბილეთების ფასი 45%-ით გაზარდა იმ პირებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ევროკავშირის მოქალაქეობა.

ლუვრში შესასვლელად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს - გარდა ნორვეგიის, ისლანდიის და ლიხტენშტაინისა - €22 ნაცვლად, €32 ($37.50) გადახდა მოუწევთ.

გარდა ლუვრისა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კულტურულად მნიშვნელოვან სხვა ადგილებში, მათ შორის, ვერსალის სასახლეში, პარიზის ოპერის თეატრსა და შამბორის მუზემში, შესვლის ფასი 45%-ით უკვე გაიზარდა.