ცნობილია როდის დაიწყება ძლიერი სიცხეები საქართველოში
1781552028
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს არ განახორციელებს.
ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსის მხრიდან სამხედრო ქმედებების მოლოდინი არ უნდა იყოს ზელენსკის მკვეთრი სიტყვებისთვის ბოდიში მოუხადა.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, თავდაპირველად ზელენსკის განცხადებებს, მათ შორის, ბელარუსის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების მუქარას, დუმილით პასუხობდა.
„შესაძლოა, სადღაც გადავაჭარბე, მაგრამ ეს იყო პასუხი ზელენსკის უსაფუძვლო განცხადებებზე: დიახ, ჩვენ გვაქვს 500 სამიზნე, დიახ, ვიცით, სად არის ლუკაშენკო. ხვალ რაკეტებითა და დრონებით დავესხმებით თავს, – მე ჩუმად ვიყავი. ყველას გაუკვირდა ჩემი დუმილი. მესმოდა – ადამიანი ამხელა ზეწოლაშია, ახალგაზრდა, გამოუცდელი, სამხედრო გამოცდილება არ აქვს, შესაძლოა, რაღაც თავში რიგზე არ იყო. ვჩუმდებოდი, მაგრამ როდესაც მუქარა დაიწყეს, იძულებული გავხდი მეპასუხა. თუ ვლადიმერ ალექსანდროვიჩი განაწყენებულია, ბოდიშს ვუხდი მას ამ სიტყვებისთვის. შესაძლოა, ეს არ ღირდა, იმის გათვალისწინებით, რომ ის, ბოლოს და ბოლოს, იბრძვის. შესაძლოა, ამაზე ასე მკაცრად არ უნდა მესაუბრა. თუმცა, მეორე მხრივ, მან უნდა გაიგოს, ჩვენთან ხშირად ამბობენ – რასაც დათესავ, იმას მოიმკიო, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ბელარუსის ტერიტორიაზე 500 სამიზნე აქვს განსაზღვრული. საპასუხოდ კი ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ მინსკს უკრაინაში ერთი „ძალიან სერიოზული“ სამიზნის კოორდინატები აქვს და დარტყმით დაიმუქრა.