1729592480
ლუკაშენკო პუტინს საკუთარი ხელით მომზადებული სალათით გაუმასპინძლდა

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში ოფიციალური ვიზიტის დროს ვლადიმერ პუტინს კარტოფილის ბლინებით და სალათით გაუმასპინძლდა, რომელიც როგორც გაირკვა ლუკაშენკომ თავად მოამზადა.
პრეზიდენტების სადილის მენიუ ტელეგრამის არხმა "Pul First" გამოაქვეყნა.
ჩამოსვლისთანავე და აეროპორტში ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ, ბელორუსის პრეზიდენტმა პუტინი მიიწვია არაფორმალურ ვახშამზე მინსკის მახლობლად მდებარე სოფელში. ვახშამი დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა. მეორე დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ისევ ისადილა ლუკაშენკოსთან.
ბელორუსის პრეზიდენტი პუტინს ეროვნული კერძებით გაუმასპინძლდა. თავად ლუკაშენკომ მოამზადა სტუმრისთვის თავისი საფირმო კერძი - სალათი "ახალგაზრდული".