პრინცესა ემილი გახდა ანგელოზი ემილი... - სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
1779652475
ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც თეთრი სახლის მიმდებარედ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ცეცხლი გაუხსნა - ინფორმაციას შტატების საიდუმლო სამსახური ავრცელებს.
გამოძიების წინასწარი შედეგებით ირკვევა, რომ ძალოვნებმა მამაკაცს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს, ის დაიჭრა, მოგვიანებით კი, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სროლის დროს ასევე დაიჭრა ერთი გამვლელი, ის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. აშშ-ის პრეზიდენტმა საიდუმლო სამსახურს და სამართალდამცავ ორგანოებს საფრთხეზე სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.