ამინდი იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1779867014
ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, ბალტიის ქვეყნების ცა უსაფრთხო აღარ არის.
აღნიშნული განცხადება ნაუსედამ ვილნიუსში ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც ნაუსედამ აღნიშნა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრის სულ მეტი ფაქტი ფიქსირდება.
„დღეს ბალტიის ქვეყნების ცა აღარ არის საკმარისად უსაფრთხო. ჩვენ მუდმივად მზარდ წნეხს ვუპირისპირდებით - უპილოტო საფრენი აპარატების შეჭრითა და ელექტრონული შეფერხებებით დაწყებული, საინფორმაციო თავდასხმებით და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მიმართ საბოტაჟის მუქარით დასრულებული. ეს ევროპის უსაფრთხოების ახალი რეალობაა“, - განაცხადა ნაუსედამ.