VIDEO: „ეს სიმღერა და ტექსტი მე დავუწერე სალოს, რომელიც ლაშას მიუძღვნა...“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი
1761635312
ბალტიისპირეთის ქვეყნების კომპანიები რუსეთის „ჩრდილოვან“ ტანკერებზე ნავთობის გადატვირთვაში მონაწილეობენ. ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარ ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რეპორტიორებმა დაადგინეს, რომ რუსული ნავთობით დატვირთულ ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში შემავალ ხომალდებზე ნავთობის და ნავთობპროდუქტების გადატვირთვაში ჩართულია კომპანია Fast Bunkering-ი. გამოძიებაში ნათქვამია, რომ 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მარტამდე ამ კომპანიის კუთვნილმა ტანკერებმა 286 მსგავსი ოპერაცია ჩაატარეს და 177 ხომალდზე გადატვირთეს ნავთობი, რომელთაგან, სულ მცირე, 159 მანამდე იმყოფებოდა ან შემდეგ შევიდა რუსულ ნავსადგურებში.
სტატიაში ასევე მოცემულია კომპანია S&P Global-ის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის აპრილამდე პერიოდში მალტის, საბერძნეთის, ესპანეთის, ნიდერლადნებისა და სხვა ევროპული ქვეყნების სანაპიროებთან რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე ნავთობპროდუქტების გადატვირთვის 3100 ოპერაცია ჩაატარეს.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ფინეთში ბოლო ერთ კვირაში რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში შემავალი 31 ხომალდი დააფიქსირეს. ფინეთის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის, მიკო ხირენის შეფასებით, რუსეთის ნავთობის საზღვაო გზით გადაზიდვები ამჟამად ომამდე პერიოდის დონეზეა. ხირენის ინფორმაციით, რუსეთი სანქციების გვერდის ავლით ნავთობის გადასატანად ძველ ტანკერებს იყენებს, რაც ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს აჩენს.
ცნობისთვის, 2025 წლის თებერვლიდან ევროკავშირმა რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში შემავალ 400-ზე მეტ ხომალდს სანქციები დაუწესა.