9 ნათესავი, რომლებსაც 50 წლის შემდეგ უნდა მოერიდოთ
1771612031
ლიბანმა და ისრაელმა 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადეს. ისრაელის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ეს არის ზავის ისტორიული შესაძლებლობა. ამასთანავე, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ის არ დათანხმდა "ჰეზბოლას" მოთხოვნას, გაეყვანა საკუთარი სამხედრო ძალები სამხრეთ ლიბანის ტერიტორიიდან და განაცხადა, რომ ისინი შეინარჩუნებენ "უსაფრთხოების ზონას" სირიის საზღვრამდე.
შეთანხმების ამოქმედებიდან მალევე, ლიბანის არმიამ ისრაელი შეთანხმების დარღვევასა და სამხრეთ ლიბანის მიმართულებით რამდენიმე სოფლის დაბომბვაში დაადანაშაულა. ისრაელის სამხედრო ძალებს აღნიშნულთან დაკავშირებით საპასუხო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება.
"ვიტყვი, რომ ირანში ომი შეუფერხებლად მიიწევს წინ. ომი მალე უნდა დასრულდეს," - თქვა დონალდ ტრამპმა.