ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან ქვეყანაში 1 953 ადამიანი დაიღუპა

ლიბანი

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან ქვეყანაში 1 953 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილთა რიცხვი კი 6 303-ს აღწევს.

უწყების ინფორმაციით, მხოლოდ 8 აპრილს მომხდარი  მასშტაბური დარტყმების შემდეგ 357 ადამიანი დაიღუპა, ხოლო  1 223 დაიჭრა.

ისრაელის არმიის განცხადებით, 8 აპრილს თავდასხმისას ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ 180 წევრი მოკლეს.