რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, მოსკოვი ევროკავშირის მიერ გაყინული ოქროსა და სავალუტო რეზერვების დაბრუნებას შეძლებს.
„ევროკომისიას, როგორც უკვე აღვნიშნე, კვლავ სურს ამ აქტივების კონფისკაცია და მათი დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ უკრაინას გარკვეულ რეპარაციებს გადავუხდით. ჩვენ მივაღწევთ ჩვენი ოქროსა და სავალუტო რეზერვების დაბრუნებას, ამაში ეჭვიც არ მეპარება“, - განაცხადა ლავროვმა უკრაინის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გამართულ ელჩების „მრგვალ მაგიდაზე“ გამოსვლისას.