ვანგას რჩევა: რა უნდა იქონიოთ სახლში, რომ იქ ბედნიერება და სიმდიდრე სუფევდეს
1795552362
დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა და სიძემ ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომში თავშეკავება გამოიჩინა, რადგან ძალის მაქსიმალურ გამოყენებას - ბირთვულ დარტყმებს მოერიდა.
ამის შესახებ კუშნერმა მედიაჰოლდინგ Axel Springer-ის აღმასრულებელ დირექტორ მატიას დოპფნერთან პოდკასტში ილაპარაკა. მისი თქმით, პუტინმა „ბირთვული იარაღის გამოუყენებლობაზე თანხმობა განაცხადა“ და ვაშინგტონი დაარწმუნა, რომ მის გეგმებში ეს არ შედის, რაც, კუშნერის შეფასებით, „ძალიან მნიშვნელოვანია“.
კუშნერმა პუტინი „პოლიტიკის დიდოსტატად“ და „ისტორიულ ფიგურად“ მოიხსენია, თუმცა, ამავდროულად, უკრაინის როლსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ უკრაინელების „სიმამაცე, გამბედაობა და შესაძლებლობები ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიაა, რაც ბოლო მრავალი ათწლეულის განმავლობაში გვინახავს“.
სპეციალური წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „მცირე შეცდომაც კი საკმარისია“ ვითარების მკვეთრი ესკალაციისთვის, ის კვლავ მიიჩნევს, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია.
„დროს უკან ვერ გადავახვევთ, არა? ამიტომ ამაზე გოლფის ანალოგიით ვფიქრობ: ბურთი იქიდან უნდა გავათამაშოთ, სადაც ის გაჩერდა“, - დასძინა მან.