„დავკარგეთ უსაყვარლესი ადამიანი...“ - კოტე მახარაძის შვილი, ბაია მახარაძე გარდაიცვალა
1794207930
აშშ-ის შტატ ნიუ-ჯერსიში მომხდარი შემზარავი შემთხვევის შესახებ პოლიციას საფოსტო გზავნილების დამტარებელმა შეატყობინა. მამაკაცმა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კარზე უცნაური შეტყობინება აღმოაჩინა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სახლში სამი ხანდაზმული ადამიანის ცხედარი იპოვეს.
შემთხვევა 6 ნოემბერს მოხდა.
ფურცელზე ეწერა „9-1-1 Inside“ (შიგნით 911) და გამოსახული იყო ორი სევდიანი სახე, რომლებსაც თვალების ნაცვლად X-ები ჰქონდათ დახატული.
მისი ყურადღება ასევე მიიქცია იმ ფაქტმა, რომ სახლის საფოსტო ყუთი გამჭვირვალე წებოვანი ლენტით იყო დალუქული.
კურიერის თქმით, შეტყობინება განსაკუთრებით საეჭვოდ მოეჩვენა, რადგან სახლში ყოველდღიურად მხოლოდ თავად მიდიოდა ფოსტის მისატანად. მან მეზობელსაც ჰკითხა რჩევა, შემდეგ კი პოლიციას დაუკავშირდა.
სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ. სახლში მათ სამი ხანდაზმული ადამიანის - ორი მამაკაცისა და ერთი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მეზობლები ვარაუდობდნენ, რომ სახლში და-ძმები ცხოვრობდნენ, თუმცა გარდაცვლილთა ვინაობა ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა.
ერთ-ერთმა მეზობელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოჯახის წევრები საკმაოდ ჩაკეტილი ცხოვრებით გამოირჩეოდნენ და იშვიათად ტოვებდნენ სახლს. მისი თქმით, ერთ-ერთ მამაკაცს ახლომდებარე მაღაზიაში რეგულარულად ხედავდა.
გამოძიების ერთ-ერთი უცნაური დეტალი სწორედ კარზე დატოვებული შეტყობინებაა. ამ დროისთვის უცნობია, ვინ დაწერა იგი და რა მიზნით დატოვა სახლის შესასვლელთან.
სამართალდამცველების განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებისთვის საფრთხე არ არსებობს. გამოძიება გრძელდება.