1779381382
კუბა წარუმატებელი ქვეყანაა და მხოლოდ ერთი მიმართულებით - ქვევით მიდის, კუბა დახმარებას ითხოვს და ჩვენ საუბარს ვაპირებთ - დონალდ ტრამპი
კუბა წარუმატებელი ქვეყანაა და მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, კუბასთან მოლაპარაკებას გამართავს.
„არცერთ რესპუბლიკელს არასდროს უსაუბრია ჩემთან კუბასთან დაკავშირებით, რომელიც წარუმატებელი ქვეყანაა და მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის – ქვევით. კუბა დახმარებას ითხოვს და ჩვენ საუბარს ვაპირებთ. ამასობაში კი მე ჩინეთში მივდივარ“, – წერს ტრამპი.












