კრემლში პოზიტიურად აფასებენ პეტერ მადიარის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის იარაღის არმიწოდების შესახებ

პეტერ მადიარი

კრემლი პოზიტიურად აფასებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის სიტყვებს იმის შესახებ, რომ მისი ქვეყანა უკრაინას შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკას არ მიაწვდის. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

„პოზიტიურად. თუ რომელიმე მხარე ამბობს, რომ ცეცხლზე ნავთის დასხმას საჭიროდ არ მიიჩნევს, ამას მხოლოდ მივესალმებით“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.