კორუფციაში ბრალდების გამო, კვიპროსის პირველი ლედი საქველმოქმედო ორგანიზაციას ტოვებს

კვიპროსის პირველი ლედი

კვიპროსის პირველი ლედი კორუფციაში ბრალდების გამო საქველმოქმედო ორგანიზაციას ტოვებს, – ამის შესახებ ფილიპა კარსერამ „ფეისბუქზე“ თავად დაწერა.

მისი თქმით, ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში მასსა და ოჯახის წევრებზე გრძელდება „დაუღალავი შეტევა“. კარსერი აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მოითხოვა იურიდიული დახმარება.

საქმე ეხება სოციალურ ქსელ „იქსში“ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც კვიპროსის ხელისუფლების მაღალჩინოსნები მსჯელობენ, როგორ აუარონ გვერდი კანონმდებლობას და საარჩევნო შემოწირულობები ნაღდი ფულის სახით მიიღონ. ვიდეოში ასევე საუბარია კვიპროსის პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან კონტაქტების დამყარების გზებზე.

ჩანაწერის ერთ-ერთ ფრაგმენტში ასევე საუბარია რუსების დახმარებაზე, რათა მათ ევროკავშირის სანქციებს თავი აარიდონ. ვიდეოდან ჩნდება ეჭვი, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციაში, რომელსაც პირველი ლედი ხელმძღვანელობს, თანხები არამიზნობრივად გამოიყენებოდა სხვადასხვა პრეფერენციების მისაღებად.

კვიპროსის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს. მედიის ცნობით, მთავრობამ გავრცელებული ვიდეოჩანაწერის ავტორების დასადგენად აშშ-ის, ისრაელის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სპეციალისტებს მიმართა.

სკანდალის ფონზე, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია უკვე განიხილავს ქვეყნის კოალიციური მთავრობიდან გასვლას.

აღსანიშნავია, რომ კვიპროსის ხელისუფლების გარშემო კორუფციული სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ქვეყანა ევროკავშირის თავმჯდომარე გახდა.