კოლუმბიაში შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკებებს, სულ მცირე, 52 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბია

კოლუმბიაში შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 52 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეტაკება ორ დაპირისპირებულ დაჯგუფებას შორის მოხდა, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავლეთ კოლუმბიაში კოკაინის წარმოებისა და ტრეფიკინგის კონტროლისთვის იბრძვიან.

მედიის ინფორმაციით, შეტაკებები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე ძალადობრივი აღმოჩნდა, გუავიარეს დეპარტამენტის ჯუნგლებში, სოფელ ბარანკო კოლორადოსთან მოხდა.

კოლუმბიის თავდაცვის მინისტრმა პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ბრძოლები მიმდინარეობდა. მისი თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ტერიტორიაზე ჯარები განლაგდნენ.