კირილ დმიტრიევი ნიუ-იორკში სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა

კირილ დმიტრიევი

რუსეთის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, შეხვედრაზე აშშ-რუსეთის თანამშრომლობისა და უკრაინის ომის მშვიდობიანი გზით დასრულების საკითხები განიხილეს.

წყაროების განცხადებით, დმიტრიევი ნიუ-იორკში სამშვიდობო ძალისხმევისა და აშშ-რუსეთის დიალოგის გასაგრძელებლად ჩავიდა.

მანამდე, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

✕