„ეხება მომავალს 2028 წლამდე“ - გოგა მანიას მიმართვა
1779133530
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მისი პრემიერ-მინისტრობა არ დასრულებულა და რომ მას კვლავ „სურს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში ბრძოლა“.
კითხვაზე, დასრულდა თუ არა რეალურად მისი დრო პრემიერ-მინისტრის პოსტზე, მან უპასუხა: „არა, ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი. მე ძალიან კონცენტრირებული ვარ იმაზე, რაც ჩემს პასუხისმგებლობად, ჩემს მოვალეობად მიმაჩნია და ეს ქვეყნის წინაშე არსებული მოვალეობაა“.
„მე ნამდვილად მსურს მომდევნო არჩევნებში ბრძოლა. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ, რომ ადგილობრივი არჩევნების, ასევე უელსსა და შოტლანდიაში გამართული არჩევნების შედეგების შემდეგ, პირველი ამოცანა, ცხადია, ვითარების გამოსწორება და იმის უზრუნველყოფაა, რომ ჩემი ყურადღება სწორი მიმართულებით იყოს მიპყრობილი. ბოლო ათი დღის განმავლობაში იყო ბევრი ისეთი აქტივობა, რომელიც, ჩემი აზრით, არ იყო ისეთი ფოკუსირებული, როგორიც უნდა ყოფილიყო“, - აღნიშნა მან.
კითხვაზე, ჩაებმება თუ არა ბრძოლაში შიდაპარტიული კონკურენციის შემთხვევაში, პრემიერმა უპასუხა: „უკვე არ ვიცი რამდენჯერ ვთქვი, რომ წასვლას არ ვაპირებ. ძალიან მტკიცედ მწამს, რომ უნდა ვემსახურო იმ ხალხს, ვინც ხმა მომცა“.