კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 24-მდე გაიზარდა

კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 24-მდე გაიზარდა. ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

რუსეთმა დედაქალაქს ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყა. პროკურატურის ცნობით, დაშავებულთა შორის ხუთი არასრულწლოვანი და ორი მცირეწლოვანი ბავშვია.

იერიშების სამიზნე გოლოსეევსკის, ობოლონის, პეჩერსკის, სვიატოშინისა და დნიპროვსკის რაიონები გახდა.

თავდასხმას ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ანდეი სიბიგას თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმა სასტიკი იყო.

✕