„თბილ ამინდებს ზამთრის სუსხიანი დღეები ჩაანაცვლებს“ - დეკემბრის ამინდის პროგნოზი
1764092231
აშშ-მა და უკრაინამ ამერიკის მიერ შემოთავაზებული „სამშვიდობო გეგმის“ უმეტეს საკითხზე კონსენსუსს მიაღწიეს, თუმცა უთანხმოებები კვლავ არსებობს და საბოლოო ტექსტი შეთანხმებული არ არის, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, კიევი და ვაშინგტონი „სამშვიდობო გეგმის“, სულ მცირე, სამ პუნქტზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც „სიენენი“ იუწყება, უთანხმოება ეხება მგრძნობიარე საკითხს როგორიცაა ტერიტორიული დათმობა, კერძოდ, აშშ-ის წინადადებას, რუსეთს გადაეცეს უკრაინის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მას არ აუღია.
„სიენენის“ ცნობით, მეორე საკითხი ეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის 600 ათასამდე შეზღუდვის წინადადებას. წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს ახალი რიცხვი იყო შეთავაზებული, მაგრამ კიევს დათანხმებამდე დამატებითი ცვლილებები სურს.
მესამე საკითხი, რომელზეც კონსენსუსი არ არის მიღწეული, ეხება უკრაინის მიერ ნატო-ს წევრობაზე უარის თქმის თემას, რაც „სიენენის“ წყაროს განცხადებით, მიუღებელია. წყაროს თქმით, ასეთი დათმობა „ცუდ პრეცედენტს შექმნის, რაც ფაქტობრივად რუსეთს ვეტოს უფლებას მისცემს ნატო-ზე, „რომლის წევრიც კი არ არის“.