„გააკეთეთ ეს 12 აგვისტომდე, აიღეთ გამხმარი დაფნის ფოთოლი...“ - თამუნა იოსელიანი
1786293293
აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილმა, ჰანტერ ბაიდენმა ყოფილი ამერიკელი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. BBC-სთან ინტერვიუში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის „ძალიან სამწუხაროა“ თვალის დევნება იმისა, თუ როგორ ებრძვის მამამისი პროსტატის კიბოსთან.
„ეს მართლაც მძიმეა, აი, გულწრფელი პასუხი. მამაჩემი ჩვენს ოჯახში… მაპატიეთ… მამაჩემი იყო და დღემდე რჩება ჩვენი ოჯახის ცენტრად, არა მხოლოდ იმის გამო, თუ ვინ არის ის, როგორც საზოგადო მოღვაწე, არამედ გამორჩეულად იმის გამო, თუ ვინ არის ის თითოეული ჩვენგანისთვის, თავისი შვილიშვილებისა და შვილთაშვილებისთვისაც კი. ის ჩვენი საყრდენია“, - განაცხადა ჰანტერ ბაიდენმა.
მან აღნიშნა, რომ მამამისი იშვიათად ჩივის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეოა არცთუ ისე კარგადაა. „კიბო გავრცელდა, მეტასტაზები ძვლებში და უფრო შორსაც წავიდა. ეს ძალიან მტკივნეულია. და ეს, მრავალი თვალსაზრისით, მას ძალიან ასუსტებს. თუმცა ის მაინც ფეხზეა, ის მაინც აგრძელებს თავისი საქმეების კეთებას. და მას ასე ძალიან სჯერა ამ ქვეყნის“, - დასძინა ჰანტერ ბაიდენმა.