როგორი იქნება 2026–2027 წლების ზამთარი - სინოპტიკოსები უპრეცედენტო ოკეანურ ანომალიებზე საუბრობენ
1786298567
ამერიკის ქალაქ გლენდეილში ხანდაზმული ქალი ავტომობილით საბავშვო ბაღში შევარდა. ინციდენტის შედეგად რვა ბავშვი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია CBS.
შემთხვევა 7 აგვისტოს მოხდა. 79 წლის ქალი ავტომობილის მობრუნებას ცდილობდა, რა დროსაც სიჩქარეს მოუმატა და გაჩერებულ მანქანას დაეჯახა. ამის შემდეგ ამერიკელ ქალს გაზისა და მუხრუჭის პედალი ერთმანეთში აერია.
რვა ბავშვი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ისინი სახლებში გაუშვეს.