ხერსონის დაბომბვას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხერსონი

ხერსონის დაბომბვას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხერსონის საოლქო პროკურატურის განცხადებით, 14 სექტემბრის ღამის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რასაც 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, მისი 13 წლის ძმა კი დაიჭრა. დაშავებულია კიდევ სამი ადამიანი.

პროკურატურის ცნობით, ჭურვები სოფელ ნოვოდმიტროვკაში კერძო სახლსა და მის შემოგარენში დაეცა. სწორედ ამის შედეგად მიიღო 6 წლის  ბავშვმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები.

ინფორმაციის მიხედვით, მძიმე მდგომარეობაშია მისი ძმა, რომელიც საავადმყოფოში იმყოფება.

ასევე დაზიანებები მიიღეს მეზობლად მცხოვრებმა სამმა ადამიანმა, რომლებიც არასრულწლოვნების დახმარებას ცდილობდნენ.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილით) და ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის მუხლებით დაიწყო.