ხანძარი თურქეთში - ცეცხლმა კერძო საცხოვრებელი სახლები და მეურნეობები გაანადგურა

ხანძარი თურქეთში

თურქეთში ხანძარს ებრძვიან. ფეთჰიეს რაიონში გადამწვარია კერძო საცხოვრებელი სახლები და მეურნეობები, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია 380 მეხანძრე მაშველი, 14 ვერტმფრენი, 5 თვითმფრინავი და 53 ერთეული მძიმე ტექნიკა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ხანძარი თავდაპირველად დასახლებებისგან მოშორებით, ტყის მასივში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.