მოძრაობა 3 დღით იზღუდება - გაფრთხილება მძღოლებს
1760628900
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა კეშ პატელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მთავრობამ დროებით მუშაობა შეაჩერა, FBI-ის აგენტები ხელფასის მიღებას გააგრძელებენ.
„FBI-ის სპეციალური აგენტები ხელფასს მიიღებენ, იმიტომ რომ ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანას იცავენ. პრეზიდენტმა ტრამპმა იზრუნა, რომ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებსა და სამხედროებს „შათდაუნის“ დროს ხელფასი ჰქონდეთ. ამერიკის უსაფრთხოება არ ჩერდება. არ ვჩერდებით ჩვენც“, - დაწერა პატელმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 ოქტომბერს ახალი ფინანსური წელი დაიწყო, თუმცა კონგრესმა ბიუჯეტის შეთანხმება ვერ მოასწრო, რის გამოც მთავრობა მუშაობას ვერ აგრძელებს.
„შათდაუნი“ გულისხმობს სახელმწიფო დაწესებულებების ნაწილის მუშაობის შეჩერებას, რომლებიც უშუალოდ კონგრესის მიერ ფინანსდება.