„მძიმეა ამაზე საუბარი...“ - გოგა მანიას წინასწარმეტყველება
1769458880
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ სურს ხალხის მკვლელობა აშშ-ის ქუჩებში.
„ეს ტრაგედია მინესოტაში დემოკრატი ლიდერების მიერ კვირების განმავლობაში განზრახ და მტრული წინააღმდეგობის შედეგად მოხდა“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა.
ლევიტის თქმით, საიმიგრაციო კანონების აღსრულება კვლავ ადმინისტრაციის მთავარ პრიორიტეტად დარჩება.
„პრეზიდენტი ტრამპი მოუწოდებს კონგრესს, დაუყოვნებლივ მიიღოს კანონი, რომელიც აკრძალავს ისეთი ქალაქების არსებობას, სადაც უკანონო მიგრანტებს თავშესაფარს აძლევენ“, – განაცხადა ლევიტმა.
ამასთან, კეროლაინ ლევიტმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი ესაუბრა მინესოტის გუბერნატორ ტიმ უოლცს და მოუწოდა, ითანამშრომლონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების აღსადგენად.
„ამერიკელებს არ აქვთ კონსტიტუციური უფლება, ხელი შეუშალონ საიმიგრაციო კანონის აღსრულების კანონიერ ოპერაციებს“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.