„წვიმა, ელჭექი, ღამით თოვლჭყაპი...“ - ამინდი მკვეთრად იცვლება
1791224928
აშშ-ში, ალაბამას შტატში კაცი უცხო მამაკაცი, მერი როისტერის სახლში მაშინ შეიპარა, როცა იქ არავინ იყო. მან კვერცხი შეიწვა, მიირთვა, კბილები გაიხეხა, იბანავა, წვერი გაიპარსა და ტანსაცმელი გარეცხა.
ქალმა კი, დაბრუნებისას აღმოაჩინა, რომ უცხო კაცი მის სახლში იჯდა და სარეცხის გაშრობას ელოდა. ამის შესახებ Dailysabah-ი წერს.
სახლის პატრონი ამბობს, რომ სახლში ყველა უჯრა გაჩხრეკილი იყო.
„სახლში უცხო კაცის აღმოჩენა ცხადია, საშიშია, მაგრამ მას აგრესია არ გამოუვლენია და ახლა ამ ამბავს სიცილით ვიხსენებ“ - თქვა მან.
კაცი ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა.