კასპიის ზღვაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

ცოტა ხნის წინ, კასპიის ზღვაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,1 მაგნიტუდა შეადგინა.

Volcano Discovery-ს ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა თურქმენეთში, ირანში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ეპიცენტრი აზერბაიჯანიდან 134 კილომეტრში იყო. 

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.