დონალდ ტრამპი: აშშ-ის ბირთვული წყალქვეშა ნავები რუსეთის ტერიტორიასთან ახლოს არის განთავსებული
1754293468
კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უახლოეს დღეებში სატელეფონო საუბარს გამართავენ. ამის შესახებ „სიბიეს ნიუსის“ ეთერში კანადასა და აშშ-ს შორის ვაჭრობის საკითხებში მინისტრმა, დომინიკ ლებლანკმა განაცხადა.
ლებლანკის ინფორმაციით, საუბარი ტარიფებს შეეხება.
„ველოდები, რომ პრემიერ-მინისტრი უახლოეს დღეებში პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს გამართავს“, – აღნიშნა მინისტრმა.
მან ასევე განაცხადა, რომ არსებობს შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა, რომელიც შეამცირებს ტარიფების ნაწილს.
„ჩვენი მოლაპარაკებების შედეგები გამამხნევებელია, თუმცა ჯერ არ ვართ იქ, სადაც საჭიროა, ვიყოთ შეთანხმების მისაღწევად, რომელიც ორივე ქვეყნის ეკონომიკისთვის სასარგებლო იქნება“, – განაცხადა ლებლანკმა.