სკანდალური ინტერვიუ - ქეთი ეგიდუნაშვილმა დუმილი დაარღვია
1748547767
კანადა განიხილავს, რომ, საჰაერო თავდაცვის სისტემის, „ოქროს გუმბათის“ უფასო მომსახურების სანაცვლოდ, აშშ-ის 51-ე შტატი გახდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„მე კანადას, რომელსაც ძალიან სურს, ჩვენი ზღაპრული „ოქროს გუმბათის“ სისტემის ნაწილი გახდეს, ვუთხარი, რომ 61 მილიარდი დოლარი დაუჯდებათ, თუ ისინი ცალკე, მაგრამ არათანაბარ ერად დარჩებიან, მაგრამ ნული დოლარი დაუჯდებათ, თუ ისინი ჩვენი საყვარელი 51-ე შტატი გახდებიან. ისინი შეთავაზებას განიხილავენ!“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ტრამპი ბოლო თვეების განმავლობაში კანადის ანექსიით იმუქრებოდა, აღნიშნულ იდეას კი კანადის ოფიციალური პირები და მოქალაქეები მკაცრად გმობდნენ. კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ დონალდ ტრამპს ამ თვის დასაწყისში განუცხადა, რომ მისი ქვეყანა „არასდროს გაიყიდება“.
რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1748551643