კაია კალასი – რუსეთი ჰიბრიდული თავდასხმებით ევროპის მასშტაბით ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს

კაია კალასი

 რუსეთი ჰიბრიდული თავდასხმებით ევროპის მასშტაბით ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.

ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

„ბოლო კვირების განმავლობაში ევროპაში რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმებისა და დივერსიის მცდელობების, ასევე, საჰაერო სივრცის დარღვევების მკვეთრი ზრდა შეინიშნება. რუსეთის რაკეტებმა და დრონებმა შაბათ-კვირას კვლავ დაარღვიეს მოლდოვის საჰაერო სივრცე და ეს სრულიად მიუღებელია. კრემლი კონტინენტის მასშტაბით ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს“, – აღნიშნა კალასმა.

✕