კაია კალასი: ომის დინამიკა უკრაინის სასარგებლოდ იცვლება

კაია კალასი

მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური ფაქტორების გამო რუსეთი ახლა არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, კიევზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო დარტყმებით იგი დღემდე არ აჩვენებს მშვიდობისკენ სვლის რეალურ სურვილს, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.

კალასმა აღნიშნა, რომ „ომის დინამიკა უკრაინის სასარგებლოდ იცვლება“.

„რუსეთი სამხედრო, ეკონომიკური და ასევე დიპლომატიური თვალსაზრისით არახელსაყრელ მდგომარეობაშია. თუმცა, როგორც კიევზე განხორციელებულმა ბოლო დარტყმებმა აჩვენა, რუსეთი დღემდე არ იჩენს მშვიდობისადმი გულწრფელ ინტერესს“, - განაცხადა კალასმა.