ამ წუთებში სასამართლოში ხატია წერეთლის პროცესი მიმდინარეობს - რა ხდება ცნობილი
1756390800
რუსეთის მიერ კიევზე მიტანილ იერიშს გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.
როგორც კალასი აღნიშნავს, რუსეთმა მკვლელობები უნდა შეწყვიტოს და მოლაპარაკებები დაიწყოს.
„მაშინ, როდესაც მსოფლიო ეძებს გზას მშვიდობისკენ, რუსეთი პასუხობს რაკეტებით. ღამის თავდასხმა კიევზე აჩვენებს ესკალაციის გაცნობიერებულ არჩევანს და სამშვიდობო ძალისხმევის დაცინვას. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მკვლელობები და დაიწყოს მოლაპარაკებები“, – წერს კაია კალასი.
ცნობისთვის, უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებულ თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 12 ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაშავდა.