ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა

ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ოდესაში ვიზიტის შემდე, კიევში ჩავიდა. როგორც ბორელი Twitter-ზე წერს, მან უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დმიტრო კულებასთან ერთად, პატივი მიაგო დაღუპულ უკრაინელ დამცველებს.

"იმყოფები კიევში, რათა მივიღო მონაწილეობა პრეზიდენტ ზელენსკისთან და მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად, რომ პატივი მივაგო და მხარდაჭერა გამოვუცხადო დაღუპული დამცველების ხსოვნას და მათ, ვინც ამჟამად იცავს უკრაინას რუსეთის გაუმართლებელი აგრესიისგან და იბრძვის ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის" - წერს ბორელი.