VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი წერს, რომ ტრამპმა კარგად იცოდა ჰორმუზის სრუტის დახურვის რისკები, მაგრამ მზად არ იყო. ამის შესახებ ჯონ ბოლტონი X-ზე წერს.
ბოლტონი აღნიშნავს, რომ 2018-2019 წლებში ის აქტიურად უჭერდა მხარს ირანში რეჟიმის შეცვლას.
„მაშინ ტრამპთან დაახლოებული პირები ხშირად ირანის შესაძლებლობას, გადაეკეტა ჰორმუზის სრუტე, რეჟიმის შეცვლის მცდელობის წინააღმდეგ არგუმენტად მოიხსენიებდნენ. ტრამპმა კარგად იცოდა, რომ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ მზად არ იყო“, – წერს ბოლტონი.