ჯეი დი ვენსმა „რესპუბლიკური“ პარტიის ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას შუა თითი აჩვენა - მის ამ ჟესტს დარბაზში სიცილი მოჰყვა

ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ოჰაიოს შტატ ქალაქ ლიმაში „რესპუბლიკური“ პარტიის მიერ გამართულ ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას შუა თითი აჩვენა.

ვიცე-პრეზიდენტმა შუა თითი იმ დროს აჩვენა, როცა ვაშინგტონის პოლიტიკურ კულტურასა და მემარცხენე დემონსტრანტებზე საუბრობდა.

„ყოველთვის არ არის ადვილი, იყო პოლიტიკური კანდიდატი. დამიჯერეთ. ვაშინგტონში მათ აქვთ ასეთი რამ – ვფიქრობ, ეს ნიშნავს „ჩვენ ვართ ნომერ პირველები ვაშინგტონში“, თუმცა ყველა ვარდისფერთმიანი ადამიანი აჩვენებს ამ ნიშანს. ვფიქრობ, ეს ნიშნავს – „ჩვენ ვართ პირველები“, სწორია? გადავწყვიტე, ავიღო ეს, როგორც სიმბოლო ვაშინგტონში“, - თქვა ვენსმა და შუა თითი აწია.

მის ამ ჟესტს დარბაზში სიცილი მოჰყვა.