ჯეი დი ვენსი: ვეხმარებით ხანდაზმულ ამერიკელებს პენსიაზე ყოფნის პერიოდში - გვწამს, რომ საჭიროა თქვენი მამებისა და დედების პატივისცემა და არა მათი მთელი ფულის უკრაინაში გაგზავნა

ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია ამერიკელი პენსიონერების მხარდაჭერას უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევაზე წინ აყენებს.

მისი თქმით, სახსრები შიდა სოციალური პროგრამებისკენ უნდა იყოს მიმართული.

„ჩვენ ვეხმარებით ხანდაზმულ ამერიკელებს პენსიაზე ყოფნის პერიოდში, მათ შორის სოციალურ უზრუნველყოფაზე გადასახადების გაუქმებით, რადგან გვწამს, რომ საჭიროა თქვენი მამებისა და დედების პატივისცემა და არა მათი მთელი ფულის უკრაინაში გაგზავნა“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.