ჯეი დი ვენსი ტარიფებთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის სასამართლოს მხრიდან გამოვლენილი უკანონობა, პირდაპირ და მარტივად

ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მკაცრად გააკრიტიკა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ტარიფებთან დაკავშირებით და მას პრეზიდენტის უფლებამოსილებების ხელყოფა უწოდა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ვენსმა აღნიშნა, რომ სასამართლოს ქმედება „უბრალოდ და პირდაპირ უკანონობაა“. მისი თქმით, კონგრესმა პრეზიდენტს მიანიჭა იმპორტის რეგულირების შესაძლებლობა, თუმცა სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს რეალურად ამას არ ნიშნავდა.

ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტს გაურთულებს ამერიკული წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვების მდგრადობის დაცვას.

ვენსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, პრეზიდენტ ტრამპს გააჩნია სატარიფო უფლებამოსილებების ფართო სპექტრი, რომელსაც იგი ამერიკელი მუშახელის ინტერესების დასაცავად გამოიყენებს.