ჯეი დი ვენსი სამშვიდობო შეთანხმებაზე: მართლა ვფიქრობ, რომ დიდ პროგრესს მივაღწიეთ. იმედია, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში კარგი ამბები გვექნება

ჯეი დი ვენსი

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ უკრაინის სამშვიდობო პროცესში გარკვეული პროგრესია და იმედოვნებს, რომ შეთანხმების მიღწევა რამდენიმე კვირაში გახდება შესაძლებელი.

გუშინ მაიამიში დახურულ კარს მიღმა ამერიკა-უკრაინის დელეგაციების შეხვედრა გაიმართა, თუმცა შედეგებზე დისკუსიის მონაწილეებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„მართლა ვფიქრობ, რომ დიდ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ფინიშის ხაზამდე ჯერ არ მივსულვართ. იმედია, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამ ფრონტზე კარგი ამბები გვექნება“, - განაცხადა მან.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ კიევი მოვლენების განვითარების ნებისმიერი ვარიანტისთვის მზად არის, სამშვიდობო მოლაპარაკებები კი გრძელდება.