ჯეი დი ვენსი: ირანთან შეთანხმებას ხელი ციფრულად კვირას მოეწერა

ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმებას ხელი ელექტრონულად, უქმეებზე მოეწერა. მან მიანიშნა, რომ პირობები უკვე ძალაშია და ირანი არანაირ ახალ ფინანსურ შეღავათებს არ იღებს.

„ჩვენ შეთანხმებას ციფრულად ხელი გუშინვე მოვაწერეთ და არანაირი თანხა არ გამოყოფილა. ეს არც შეიცვლება“, - განაცხადა ვენსმა ტელეკომპანია ABC-ის გადაცემაში Good Morning America.

მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ელექტრონულად ხელმოწერის იდეა მის შეთანხმებამდეც განიხილებოდა, აქამდე გაურკვეველი იყო, ნამდვილად განხორციელდა თუ არა ეს ფაქტი.

კვირას ტრამპმა გამოაცხადა, რომ ოფიციალური ხელმოწერა პარასკევს, შვეიცარიაში შედგებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ, სულ მცირე, ერთი პირობა - ჰორმუზის სრუტის ხელახალი გახსნა - მანამდე ძალაში არ შევიდოდა.