გიგა ავალიანის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1786030729
იმ ფონზე, როდესაც თეირანი უარყოფს ვაშინგტონთან მოლაპარაკებების გამართვას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები „რთული იქნება და დროს მოითხოვს“.
მან ასევე დასძინა, რომ „ირანელები უაღრესად რთული ხალხია“ და მათ „დანაწევრებული სისტემა“ აქვთ.
Fox News-თან ინტერვიუში ვენსმა აღნიშნა: „ჩვენი ამოცანაა, ამ ვითარებაში მივაღწიოთ საუკეთესო შედეგს როგორც ამერიკელი ხალხისთვის, ისე შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვისაც“.
„და მჯერა, რომ საბოლოოდ სადაც მივალთ - თუმცა ეს პროცესი რთული იქნება და დროს მოითხოვს - სადაც საბოლოოდ აღმოვჩნდებით, აი, როგორც ხედავთ, ნავთობის ფასი დღეს, მგონი, $79 იყო“, - განაცხადა ვენსმა. „ნავთობის ეს ფასები დაიწევს და დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება. ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი,