„ცხენის წელი მოდის და მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ყველაფერი მასზე“ – გოგა მანიას რჩევები
1760638561
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ რუსეთი და უკრაინა არ არიან მზად სამშვიდობო შეთანხმებისთვის. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა „ნიუსმაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ვენსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თვეებია, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, არცერთ მხარეს არ აქვს სურვილი, მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას.
„რამდენადაც აშშ-ის პრეზიდენტის ენერგიულ დიპლომატიას ხალხის ერთ ხაზამდე მიყვანა შეუძლია, საბოლოოდ, შეთანხმების მისაღწევად ორი მხარე გჭირდება. ჩვენი მხრიდან ყველანაირი ძალისხმევის მიუხედავად – და ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას – რუსები და უკრაინელები არ არიან იმ ეტაპზე, რომ შეთანხმებას მიაღწიონ“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
მისი თქმით, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ ამას კიდევ უფრო მეტი მუშაობა სჭირდება.
„მე ვფიქრობ, მოლოდინების ფუნდამენტური შეუსაბამობაა, რადგან რუსები ფიქრობენ, რომ ბრძოლის ველზე იმაზე უკეთესები არიან, ვიდრე რეალურად არიან“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ჯეი დი ვენსის თქმით, სწორედ ეს ართულებს მოლაპარაკებების პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრესი მიღწეულია. მისი თქმით, ეს პროგრესი დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის დამსახურებაა, რაც განსხვავდება წინა ადმინისტრაციისგან.