1782925782
ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ირანთან დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანთან დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებზეც დაიწყება მსჯელობა.
„ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე ვართ, მაგრამ მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს“, – განაცხადა ვენსმა.
მისი თქმით, ამჟამად მომლაპარაკებლები დეტალებზე მუშაობენ.
„ჩევნ გვაწუხებს ბირთვული საკითხი. თემაზეც მალე დავიწყებთ საუბარს. ამჟამად მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ვენსის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოდესმე სამხედრო ბრძანებას თუ გასცემს, ის კონკრეტულ მიზნებსა და საფუძვლებს დაეფუძნება.
„ვამჩნევ, რომ ადმინისტრაციას მოლაპარაკებების გამო სწორედ ის ადამიანები აკრიტიკებენ, რომლებიც გვიბიძგებდნენ, კიდევ უფრო შორს წავსულიყავით და კიდევ რამდენიმე ბომბი ჩამოგვეგდო ისეთ ადგილებში, როგორიც ავღანეთია. დღეს, 2026 წელს, პრეზიდენტს მრავალი ვარიანტი აქვს, მაგრამ თუ ოდესმე გთხოვთ, ბომბები ჩამოაგდოთ, ეს კონკრეტული მიზეზით იქნება განპირობებული“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.











