„წვიმა, ელჭექი, ღამით თოვლჭყაპი...“ - ამინდი მკვეთრად იცვლება
1791224928
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ მას არ უნახავს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც ირანს flydubai-ის მეორე პილოტის მიერ თვითმფრინავის გატაცებისა და ჩამოგდების მცდელობასთან დააკავშირებდა.
"რაც შეეხება ირანის შესაძლო ჩართულობას, ამ საკითხზე გადაწყვეტილების შეფასებას (CIA-ის დირექტორ) ჯონ რეტკლიფსა და დაზვერვის სფეროს სხვა წარმომადგენლებს ვანდობ", - განუცხადა ვენსმა ჟურნალისტებს ალასკაზე გასამგზავრებლად თვითმფრინავში ჩაჯდომამდე.
ვენსის თქმით, ირანის მონაწილეობის საკითხს იკვლევენ.
"არ მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ოფიციალურ განცხადებას წინ ვუსწრებდე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვიკვლევთ, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვიტყოდი, რომ რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება ვნახე", - განაცხადა ვენსმა.